სასწავლო პროექტის სახელი
ფერების ჰარმონია
პროექტის მოკლე ახწერა 1-2 წინადადებით
ჩვენ ვიცით კონტრასტული ფერები და ასევე მონათესავე ფერები
ვიცით თბილი და ცივი ფერები მაგრამ ყველა საბოლოოდ ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა მოდიოდნენ.
პროექტის სრული ახწერა
ვიცით სამი ძირითადი ფერი ესენია -ესენია წითელი, ყვითელი და ლურჯი. ესენია სპექტრის ფერები, რომლებიც მზის სხივებისაგან წარმოიქმნება. ამის ნათელი მაგალითია ცისარტყელა.
დანარჩენი ფერები შედგენილია. ისინი ერთმანეთთან შერევით მიიღება.
რამდენიმე ფერისაგან მიღებულ მიზნობრივ ფერს -კოლორი ეწოდება.
კონტრასტული ფერები ერთმანეთის საპირისპირო ფერებია. მაგალითად.. თეთრი და შავი, წითელი და შავი და სხვა.
მონათესავე ფერები ერთმანეთთან მიახლოვებული ფერებია: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და სხვა.
ასევე ვიცით ცივი ფერები, რომლებიც თავისი ფერით სიცივის ასოციაციას იწვევს.
ესენია: შავი, თეთრი, ლურჯი, ცისფერი, და სხვა.
ვიცით ქრომატული და აქრომატული ფერები.
აქრომატული ნიშნავს უფერულს,ხოლო ქრომატულია : შავი, თეთრი და ნაცრისფერი.
ტბილი ფერები კი სითბოს უნდა ასხივებდნენ სურათიდან, ესენია: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და სხვა.
ასევე ვიცით ლოკალური ფერები. ყველა ნებისმიერი ფერი ლოკალურია , თუ მასში არ ურევია სხვა ფერი.
ამ შემთხვევაში ნახატი სრულდება რამდენიმე ფერისაგან, ხოლო ფერწერული ნახატი მდიდარია იმ შემთხვევაში რაც მეტი ფერი შედის.
მონაწილეთა ასაკი:10 წლის.
ვადები: 2 გაკვეთილი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტში მოვიძიოთ მასალა ფერების შესახებ.
ბავშვები შეასრულებენ ნახატს, ყველა აქ ჩამოთვლილ ფერებზე ცალ - ცალკე.
მოსალოდნელი შედეგი: ბავშები თავიანთ ნახატში გამოამჟღავნებენ შესაბამის ცოდნას.
სარგებელი სხვებისათვის: ჩვენს მიერ შესრულებული ნახატი შესანიშნავი საჩუქარია.
სამუშაო ენა- ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა.
საგნებთან,[ საგნობრივ ხგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი] ქართულთან, ბუნებასთან.
პროექტის ავტორი ნათელა ტაბატაძე.
ავტორი ელ. ფოსტა
natelatabatadze55@gmail.com
პროექტის ვებ . გვერდი
natelatabatadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment